26160893610644

ტრანსპორტირების დაზღვევა

ჩვენი დაზღვევის შეთავაზებები ავტომობილისთვის მოიცავს სრულ დაზღვევასა და სრული განადგურების დაზღვევას, რაც უზრუნველყოფს სრულ დაცვასა და კომფორტს მთლიანი გადაზიდვის პროცესის განმავლობაში.

დაზღვევის ვარიანტები

სრული დაზღვევა - მოიცავს სამართლიან საბაზრო ღირებულებას თქვენი ავტომობილის ნაწილების შეკეთების ან ჩანაცვლების შემთხვევაში დაზიანების დღესვე. თუ გჭირდებათ, დაკარგული/დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება ან შეკეთება, თქვენ მიიღებთ ავტონაწილების ბაზარზე არსებული ფასის ეკვივალენტ კომპენსაციას. დაზღვევის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის საბოლოო ფასის შეთავაზებას. კომპენსაცია მოცემულია კრედიტის სახით AutoBidMaster-ის ანგარიშზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგ შენაძენებზე ან სერვისებზე.

სრული განადგურების დაზღვევა - მოიცავს თქვენი მანქანის სამართლიან საბაზრო ღირებულებას ზიანის მიღების დღის მდგომარეობით - ხანძრის, შეჯახების, გადატრიალების ან სხვა ინციდენტების შემთხვევაში, რომელიც იწვევს სრულ განადგურებას. დაზღვევის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის საბოლოო ფასის შეთავაზებას. კომპენსაცია მოცემულია კრედიტის სახით AutoBidMaster-ის ანგარიშზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგ შენაძენებზე ან სერვისებზე.

აქ იხილავთ, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ არსებული სერვისები თქვენს სასარგებლოდ აუქციონის სხვადასხვა ეტაპზე:

ფასის შეთავაზების დაწყებამდე: დაზღვევის დამატება შეგიძლიათ თქვენი წინასწარი შეთავაზებების პარამეტრების დაყენებისას. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დაზღვევა, რომელიც დაემატება მას შემდეგ, რაც თქვენი ტრანსპორტირების შეკვეთა განთავსდება შენაძენის შემდეგ.

Bidding block (ფასის შეთავაზების გრაფა)

Home Delivery Block (სახლში მიტანის გრაფა)

აუქციონში გამარჯვების შემდეგ (მაგრამ ინვოისის გადახდამდე): თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ტრანსპორტირების დაზღვევა - ჩემი ანგარიშის, მოგებული ლოტების ან გადაზიდვის შეკვეთის გვერდებიდან. ეს უნდა გაკეთდეს შესყიდვის ინვოისის გაკეთებამდე.

Won Lot Tab (მოგებული ლოტის ჩანართი)

Screen.jpg

Track My Order Page (ჩემი შეკვეთის მონიტორინგის გვერდი)

img15.jpg

პირობები:

  • დაზღვევა გადახდის შემდეგ: დაზღვევის დამატება ან ცვლილება შეუძლებელია სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის დასრულების შემდეგ.
  • გადახდის ლიმიტი: დაზღვევის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს აუქციონის საბოლოო ფასის შეთავაზებას.
  • დაზღვევის ვარიანტები შექმნილია, რათა უზრუნველვყოთ თქვენი სიმშვიდე და მიიღოთ გაძლიერებული დაცვა თქვენი სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირების შეკვეთის განხორციელებისას.

ვადა საჩივრის წარდგენისთვის

ავტომობილის მიღებისთანავე დაიცავით აღნიშნული ვადები, რათა დავამუშაოთ ნებისმიერი სახის დაზიანებების საჩივარი მათი ანაზღაურების მიზნით:

  • შეგვატყობინეთ ნებისმიერი დაზიანების შესახებ მეილის საშუალებით მოტანიდან 24 საათის განმავლობაში, თან დაურთეთ ფოტოები მოტანიდან, თქვენი ლოტის # და შეძენამდე არსებული შემოწმების რეპორტი, მისი არსებობის შემთხვევაში.
  • წარმოდგენილ საჩივრებზე შეფასებას მიიღებთ 7 დღის ვადაში.
  • დაზღვევის ანაზღაურება დამუშავდება შეფასების დასრულებიდან 30 დღის ვადაში

კომპენსაცია გათვალისწინებულია მხოლოდ მანქანის ნაწილების ღირებულებისთვის და არ ფარავს მონტაჟს ან ტექნიკური მომსახურების საფასურებს.

აუნაზღაურებელი დაზიანებები

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მსუბუქი ნაკაწრები ტრანზიტისგან, შასის დაზიანებები წინა ინციდენტებისგან ან სატვირთო მანქანის გამოყენების გამო, საქარე მინების ან სხვა შუშის ნაწილების დაზიანება მიიჩნევა ნორმალურად და არ ანაზღაურდება დაზღვევის მიერ. ამინდის გამო მიღებული დაზიანებები, ნებისმიერი გაჟონვა და ტრანსპორტირებისას გამოყენებული გადასაბმელისგან დატოვებული ნიშნები ნორმალურია და არ ანაზღაურდება. სატრანსპორტო საშუალების ნაწილები, რომლებიც ადრე იყო დაზიანებული, უკვე დაზიანებულია მისი მიღების დროს ან აქვს მოშვებული ნაწილები, რომლებიც შეიძლება დაიკარგოს ტრანსპორტირების დროს, არ შეიძლება იყოს ანაზღაურებადი ან ჩანაცვლებადი.

დაგეხმარათ სტატია?
11-ს 15-დან გამოადგა ეს სტატია
წინა
შემდეგი

ვერ იპოვეთ რასაც ეძებდით?

განათავსე მოთხოვნა